19:58 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 10:16:50, 877 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის ელჩი ანაკლიის პორტის აშენებაზე - საჭიროა, ზუსტად იცოდე ვისთან თანამშრომლობ

ჩვენ მხოლოდ ვურჩევდით საქართველოს, როცა საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, პორტის ჩათვლით, საჭროა, ზუსტად იცოდე ვისთან თანამშრომლობ და რა გრძელვადიანი განზრახვები აქვთ მათ,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა ანაკლის პორტის აშენების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. 

როგორც დანიგანმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში აღნიშნა,  პორტის განვითარებისთვის ვის აირჩევს მთავრობა, ეს მისი სუვერენული გადაწყვეტილებაა.

"ანაკლიას რაც შეეხება, ამ პორტის განვითარება იქნება საქართველოს სერიოზული ძალისხმევის მნიშვნელოვანი ელემენტი შუა დერეფანში ამ ქვეყნის მნიშვნელოვან კვანძად ქცევისთვის, რაც ახლა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამ პორტის განვითარებისთვის ვის აირჩევს მთავრობა, ეს არის მისი სუვერენული გადაწყვეტილება.

ჩვენ მხოლოდ ვურჩევდით საქართველოს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას ვურჩევთ, როცა საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, პორტის ჩათვლით, საჭროა, ზუსტად იცოდე ვისთან თანამშრომლობ და რა გრძელვადიანი განზრახვები აქვთ მათ. და, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და როცა საქმე ისეთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება, როგორიც პორტებია, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია", - ამბობს ელჩი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics