|
2023-11-14 10:55:58, 643 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ პროექტ „პრომეთეუსის“ მეორე ფაზის ფარგლებში ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტ „პრომეთეუსის“ (II ფაზა) ფარგლებში ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის - "მიგრაცია საქართველოდან ევროკავშირისა და შენგენის ზონის მიმართულებით - მრავალსექტორული თანამშრომლობა არალეგალური მიგრაციის, მიგრაციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული მიგრაციის რეგულირების მიზნით", გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ალექსანდრე დარახველიძემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირთან/შენგენის სივრცის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას და სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს არალეგალური მიგრაციისა და უსაფუძვლო თავშესაფრის მოთხოვნის შემცირების მიმართულებით. "ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, საფრანგეთის ელჩი საქართველოში - შერაზ გასრი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელი - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი, საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, გაეროს მუდმივი კოორდინატორი, ევროკავშირის, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა (ICMPD) და საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. ღონისძიების თემატური პანელები დაეთმო საზღვრის მართვის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობას პარტნიორი ქვეყნების უწყებებთან, ასევე, ევროპოლთან (EUROPOL) და ფრონტექსთან (FRONTEX), რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს უვიზო მიმოსვლის შეუფერხებლად წარმართვაში. ორ დღიან საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ავსტრიის და შვეიცარიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებმა. კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფისთვის გატარებული ღონისძიებების შედეგების გაცნობას და სამომავლო ნაბიჯებზე რეკომენდაციების შემუშავებას. პროექტი “პრომეთეუსი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით 2022 წლიდან ხორციელდება საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. მისი მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრისა და მიგრაციის მართვის, ასევე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)