|
2023-11-13 22:33:40, 705 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე საარჩევნო ბარიერის დაწევაზე - ირაკლი კობახიძემ 2022 წლის ზაფხულში განაცხადა, თუ დეკემბერში მივიღებდით სტატუსს, ამ შემთხვევაში ბარიერი დაიწევდა
როგორ შეიძლება პარტია დაარქვა იმ პოლიტიკურ წარმონაქმნს, რომელიც ფიქრობს, რომ დაახლოებით 100 ათასამდე ხმას ვერ მოაგროვებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა მდინარაძემ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნები შეაფასა, რომელთაც არგუმენტად მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება მოჰყავთ და აღნიშნა, რომ მათი [ოპოზიციის] მხრიდან ეს შეგნებული მანიპულაცია და მავნებლობაა. „ირაკლი კობახიძემ 2022 წლის ზაფხულში განაცხადა, რომ თუ დეკემბერში მივიღებდით სტატუსს, ამ შემთხვევაში ბარიერი დაიწევდა. თუმცა, 2022 წლის ზაფხულს არავინ ახსენებს, რადგან იქნებ ვიღაც მოტყუვდეს, ეს ხომ არ არის წელს გაკეთებული განცხადება. შეგნებული მანიპულაცია და მავნებლობაა მათი მხრიდან. და მეორე, აქედან ჩანს, ისინი ბარიერის დაწევას რომ ითხოვენ, საუბარია პარლამენტარობაზე და არა რამე სხვა სახის წარმატებაზე. უბრალოდ პარლამენტის მანდატები უნდათ, თორემ რამე გამარჯვების შანსზე რომელიმე რომ ფიქრობდეს, ბარიერს საერთოდ არ შეეხებოდნენ. როგორ შეიძლება პარტია დაარქვა იმ პოლიტიკურ წარმონაქმნს, რომელიც ფიქრობს, რომ ვერ მოაგროვებს დაახლოებით 90-დან 100 ათასამდე ხმას. მაქსიმუმია ეს, რაც 5%-იანი ბარიერის გადასალახად არის საქართველოში საჭირო. მცირე ერი ვართ და ამომრჩეველი არ არის იმდენი, რომ 100 000 ხმაზე მეტი იყოს საჭირო 5%-იანი ბარიერის გადასალახად. შესაბამისად, თუ 100 ათასზე და 90 ათას ხმაზე მეტს ვერ იღებ, რომელ პარტიაზეა ლაპარაკი? უნდა იფიქრო, რომ ამას აუცილებლად ვიღაც შენიშნავს. როგორც კი შენ ბარიერს ითხოვ და მის დაწევას, აქ არ გაქვს იმედი, რომ 100 000-მდე ხმას მოაგროვებ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)