|
2023-11-13 18:32:21, 648 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს პეტრ კუბერნატს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ჩეხ დიპლომატს ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციაზე - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. აღინიშნა დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ჩეხეთის მხარდაჭერა, კერძოდ, ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩეხი დამკვირვებლების, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებულ ინიციატივებში ჩეხი ექსპერტის მონაწილეობაზე. "აღინიშნა, ნატოს თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის (DCB TF) ფარგლებში, SNGP-ის ინიციატივებისთვის ჩეხეთის ფინანსური მხარდაჭერა. ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერ ორმხრივ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, ასევე საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ჩეხი და ქართველი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობაზე. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიული დონის თანამშრომლობის მნიშვნელობა და ჩეხი კოლეგა საქართველოში მოიწვია. შეხვედრას ჩეხეთის თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი მიხალ სობარნა დაესწრო", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)