21:51 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-13 13:01:57, 670 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე კოალიციურ მთავრობაზე - „ოცნებაა“ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა

„ქართული ოცნებაა“ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც გაიმარჯვებს და კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის France 24-სთვის მიცემულ ინტერვიუს.

კალაძის თქმით, „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, რეალობას მოწყვეტილები არიან.

„გაუგებარია რა კოალიციურ მთავრობაზეა საუბარი. ამ ადამიანების განცხადებები, რომლებიც დღეს რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, რეალობას მოწყვეტილები არიან, ვერ გრძნობენ, რა ხდება ქვეყანაში და ხალხს რა დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ. „ქართული ოცნებაა“ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც გაიმარჯვებს და კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 9 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "2024 წლის არჩევნებზე შეიძლება ვიხილოთ ევოლუცია, რომელიც კოალიციურ მთავრობასთან მიგვიყვანს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics