|
2023-11-13 11:55:57, 654 ნახვა
საზოგადოება
მერია - მიცკევიჩის ქუჩის ნაწილზე საგზაო სამუშაოები სრულდება
საბურთალოს რაიონის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ტერიტორიის ნაწილზე, კერძოდ მიცკევიჩისა და ტაშკენტის ქუჩების კვეთიდან, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთამდე, ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება, რითაც ამ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულდება. 12 000 კვ. მ ფართობზე ეწყობა ბორდიური, ტროტუარი და პანდუსები. ასევე, ადგილზე მონტაჟდება გარეგანათების სისტემაც. „სამუშაოების დასრულებისთანავე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო გადაადგილება აღდგენილი იქნება. მიმდინარე საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)