|
2023-11-10 18:03:00, 799 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა კონფერენცია გამართა
9 ნოემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა კონფერენცია თემაზე: „საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული რეფორმებისა და ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის პროგრამის მნიშვნელობა ბიზნეს სექტორის განვითარებისათვის“. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელე უწყების ცნობით, აღნიშნულმა ღონისძიებამ შეაჯამა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის (USAID) მხარდაჭერილი და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) მიერ განხორციელებული პროექტი, რომელიც ემსახურებოდა საერთაშორისო ვაჭრობის ეროვნული კომიტეტის მუშაობის მხარდაჭერას, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების პროგრამის პოპულარიზაციას და საბაჟო ფორმალობების გამარტივების შესახებ კერძო სექტორის ცნობიერების ამაღლებას. „კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ. თავის გამოსვლაში მამუკა ბარათაშვილმა ისაუბრა საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის კოორდინირებით, შემოსავლების სამსახურის მიერ, განხორციელებული იმ რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ, რომლებიც მიმართულია საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის განვითარებაზე. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოში ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ეროვნული პროგრამის მუშაობას და ბოლო დროს განხორციელებული პროგრესის საკითხებს და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით“ (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ - „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ (CTC) ,,ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის“ (SAD) კონვენციასთან მიერთებისა ,,ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) იმპლემენტაციის მზაობის შეფასება. კონფერენციის მსვლელობისას, მხარეებმა მოისმინეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კაჭარავასა და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ მომზადებული პრეზენტაციები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით განხორციელებული ძირითადი საქმიანობის/აქტივობების შესახებ, მათ შორის: ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების სტატუსის (AEO) მოპოვებასთან დაკავშირებული გამოწვევების კვლევების მონაცემები, ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის (NCTF) გაძლიერებისთვის განხორციელებული ნაბიჯები, ასევე ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის პროგრამის ხელშეწყობის კუთხით მიღწეული შედეგები და სხვა. აღნიშნულ ფორუმს ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძვანელი ზურაბ სიჭინავა, ასევე საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი, ნატალია ბერუაშვილი და სხვა პასუხისმგებელი პირები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)