22:52 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-09 13:26:54, 666 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილი პრეზიდენტზე - მე მგონი, არეული აქვს „რამსები“

მე მგონი, არეული აქვს "რამსები" პრეზიდენტს, რადგან დეპოლარიზაცია ნიშნავს, რომ გამოვიდეს და თქვას, მადლობა სახელმწიფო ინსტიტუტებს,- ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, "ნაიმპიჩმენტარი პრეზიდენტის" აღნიშნული ვიზიტი მორიგ ჯერზე კონსტიტუციის და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების "თავზე დახევა იქნება".

"ნაიმპიჩმენტარი პრეზიდენტი თუ აპირებს, რომ კონტეინერით წავიდეს, ახლა ოფიციალურად თუ არ აქვს თანხმობა, რით უნდა წავიდეს ქვეყნიდან. ეს არ იქნება ოფიციალური გასვლა, იქნება მორიგ ჯერზე კონსტიტუციის და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თავზე დახევა და ამას თუ უწოდებს ის დეპოლარიზაციას, ქართული საზოგადოება ამას კარგად ხედავს. გასაგებია, რომ ახლა პრეზიდენტი და ოპოზიცია ძალიან დაღონებულები არიან, კი აწყობენ "ზეიმებს", მაგრამ ეს არის მათი პოლიტიკური განაჩენი. მე მგონი, არეული აქვს "რამსები" პრეზიდენტს, რადგან დეპოლარიზაცია ნიშნავს, რომ გამოვიდეს და თქვას, მადლობა სახელმწიფო ინსტიტუტებს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საფრანგეთში "მშვიდობის ფორუმზე" გამგზავრება, სადაც პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

აღსანინავია, რომ ფორუმში მონაწილეობას იღებს ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.

ამასთან, როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრეზიდენტს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics