23:07 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-09 10:20:56, 845 ნახვა

პოლიტიკა
ფოტიგა კირბალზე - მივმართავ ევროპარლამენტს, მომხდართან დაკავშირებით გამართოს დებატები და მიიღოს შესაბამისი რეზოლუცია

მივმართავ ევროპარლამენტს, გამართოს დებატები მომხდართან დაკავშირებით და მიიღოს შესაბამისი რეზოლუცია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ კირბალთან დაკავშირებით,  ევროპარლამენტში განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას ფოტიფამ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების ფაქტებზე ისაუბრა.

"6 ნოემბერს, საქართველოს ორი მოქალაქე, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი იმყოფებოდნენ ლომისის ეკლესიაში, რომელიც ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს. მათ ასევე სურდათ ეკლესიის სიახლოვეს მდებარე სასაფლაოს მონახულება. ამ დროს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ერთ-ერთი მათგანი, თამაზ გინტური საქართველოს ტერიტორიაზე მოკლეს, ხოლო მეორე ადამიანი მძევლად აიყვანეს და საოკუპაციო ძალების საპატიმრო დაწესებულებაში, ცხინვალში გადაიყვანეს. მივმართავ ევროპარლამენტს, გაიმართოს დებატები მომხდართან დაკავშირებით და მიიღოს შესაბამისი რეზოლუცია", - განაცხადა ფოტიგამ.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics