18:53 - 07 Jul, 2026
|
2023-11-08 23:57:12, 928 ნახვა
მსოფლიო
გუტერეში - „ჰამასი“ და პალესტინელი ხალხი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს
ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა აჩვენებს, რომ არის რაღაც, რაც აშკარად არასწორია, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მიდვანმა, ანტონიო გუტერეშმა Reuters-ს განუცხადა. გუტერეშის თქმით, „ჰამასი“ და პალესტინელი ხალხი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. „„ჰამასის“ მხრიდან არის დარღვევები, როდესაც ადამიანებს ფარად იყენებენ, მაგრამ როდესაც გადავხედავთ სამხედრო ოპერაციების შედეგად ღაზაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობას, აშკარად რაღაც არასწორია“, - განაცხადა გუტერეშმა. ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით ღაზას სექტორში 10 569 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 40 პროცენტი ბავშვია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)