|
2023-11-08 19:26:04, 720 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ღირსეული წევრი გახდეს
საქართველოს ევროპული მომავალი ურყევია, მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ღირსეული წევრი გახდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. კალაძის თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდის, საქართველოს ხელისუფლების ყველა ნაბიჯი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. „პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უდიდესი ძალისხმევა გასწია ევროინტეგრაციის გზაზე, იქნება ეს გატარებული რეფორმები თუ იმ არაერთი გამოწვევის დაძლევა, რასაც ადგილი ჰქონდა და აქვს მიზანმიმართულად. ოპოზიციის მხრიდან მუდმივი ხელის შეშლის, საბოტაჟის, პროცესებში მონაწილეობაზე უარის თქმის, პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ ერთგულია თავისი პრინციპების და არასდროს გადაუხვევს ქართველი ხალხის ნებას და ჩვენს მთავარ მიზანს. უდავოა, საქართველომ ევროინტეგრაციის პროცესში მიაღწია დიდ პროგრესს და ამის აღიარება, არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელია. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკომისიას, რომელმაც რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. მადლობას ვუხდით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარებისთვის, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად გასწია. ასევე, მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, ვინც კეთილსინდისიერად, პროფესიულად ემსახურება ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებას ევროინტეგრაციის კუთხით. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)