18:54 - 07 Jul, 2026
|
2023-11-08 19:02:26, 972 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - ომის დროსაც კი ვასრულებთ სიტყვას - ჩვენი სახელმწიფო ევროკავშირში უნდა იყოს, უკრაინელები ამას იმსახურებენ
დღეს უკრაინისა და მთელი ევროპის ისტორიამ სწორი ნაბიჯი გადადგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, ყველა სირთულის მიუხედავად, უკრაინა წინ მიდის და დეკემბერში ევროპული საბჭოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდება. "ჩვენი სახელმწიფო ევროკავშირში უნდა იყოს. უკრაინელები ამას იმსახურებენ. სრულმასშტაბური ომის დროსაც კი ვასრულებთ ჩვენს სიტყვას, ვავითარებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ჩვენ ვიღებთ ყველა საჭირო გადაწყვეტილებას", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ რიგი პირობების გათვალისწინების შემთხვევაში უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)