18:53 - 07 Jul, 2026
|
2023-11-08 18:36:51, 939 ნახვა
მსოფლიო
სანდუ ევროკომისიის რეკომენდაციაზე - ეს არის ჩვენი ერთგულების აღიარება დემოკრატიისა და განვითარების მიმართ
ევროკომისია რეკომენდაციას უწევს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებას, ეს არის ჩვენი ერთგულების აღიარება დემოკრატიისა და განვითარების მიმართ, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ Twitter-ზე) წერს. სანდუს თქმით, მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიზნის მისაღწევად დაუღალავ შრომას აგრძელებს. "მნიშვნელოვანი ეტაპი მოლდოვისთვის. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებას, ეს არის ჩვენი ერთგულების აღიარება დემოკრატიისა და განვითარების მიმართ. მოლდოვა მტკიცედ დგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ჩვენ ვაგრძელებთ დაუღალავ შრომას ამ მიზნის მისაღწევად", - წერს სანდუ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)