|
2023-11-08 10:47:31, 987 ნახვა
მსოფლიო
BBC - აშშ-ის სენატში „დემოკრატებმა“ „რესპუბლიკელებს“ უკრაინის ხარჯზე ისრაელის დახმარების საშუალება არ მისცეს
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში "დემოკრატებმა" დაბლოკეს "რესპუბლიკელების" მცდელობა, მიეღოთ კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის 14.3 მილიარდი დოლარით დახმარებას ითვალისწინებდა, თუმცა ამავე კანონპროექტში არაფერი იყო ნათქვამი რუსეთთან ომში უკრაინის დახმარებაზე. ამის შესახებ BBC წერს. "დემოკრატები" აცხადებენ, რომ ისრაელის დახმარების გარდა, მნიშვნელოვანია, აშშ-მა არ დაივიწყოს უკრაინა. ”ჩვენს მოკავშირეებს უკრაინაში ისევე სჭირდებათ დახმარება, როგორც ჩვენს მოკავშირეებს ისრაელში",- თქვა სენატის ვეტერანების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პატი მიურეიმ. "რესპუბლიკელებს" კი მიაჩნიათ, რომ ისრაელისთვის დახმარების გაწევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და "არც ერთი დღით არ უნდა დაგვიანდეს". "დრო არის არსებითი და აუცილებელია, რომ სენატმა არც ერთი დღით არ დააყოვნოს ამ კრიტიკული დახმარების გაწევა ისრაელისთვის",- განაცხადა "რესპუბლიკელმა" სენატორმა, როჯერ მარშალმა კენჭისყრის დაწყების წინ. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ გასულ კვირას მიიღო. "დემოკრატებმა" მაშინვე განაცხადეს, რომ მას სენატი მხარს არ დაუჭერდა. კანონპროექტი რომ კანონად ქცეულიყო, სენატში დამტკიცების შემდეგ, მასზე ხელი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უნდა მოეწერა, თუმცა თავიდან ცნობილი იყო ბაიდენის პოზიცია, რომ თუ კანონპროექტი "მის მაგიდაზე აღმოჩნდებოდა", ვეტოს დაადებდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)