|
2023-11-07 13:15:27, 526 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას არ ჰქვია ოკუპაცია და მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა სწორი სახელი დაარქვას ამ მდგომარეობას
ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ახლაც საუბარი გვქონდა იმაზე, რომ, სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას არ ჰქვია ოკუპაცია და მნიშვნელოვანია ზუსტადაც, რომ ევროკავშირმა სწორი სახელი დაარქვას ამ მდგომარეობას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ არსებული უსაფრთხოების რისკების რეალიზება, რეალობად ქცევა არ მოხდეს. პაპუაშვილის განცხადებით, რისკები როდესაც რეალიზდება, ნებისმიერი ხელისუფლება ამ მხრივ პასუხისმგებლობას სხვადასხვა დონეზე უნდა გრძნობდეს. ჟურნალისტის კითხვაზე, ოკუპაციაზე საუბრისას რა შუაშია წინა ხელისუფლება, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო ამბობს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ყველა ინტერვენციას იწყებს თავად, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამას ამბობს ცივილიზებული სამყარო, საქართველო და საქართველოს ხელისუფლებაც. „ცივილიზებული სამყარო და, უპირველეს ყოვლისა, ამას ამბობს საქართველო და საქართველოს ხელისუფლება. სხვათა შორის, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ახლაც საუბარი გვქონდა იმაზე, რომ, სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას არ ჰქვია ოკუპაცია და მნიშვნელოვანია ზუსტადაც, რომ ევროკავშირმა სწორი სახელი დაარქვას ამ მდგომარეობას. უსაფრთხოების მხრივ გამოწვევები და რისკები არსებობს ახლა, არსებობდა უწინაც და ჩვენი პასუხისმგებლობა, ხელისუფლების პასუხისმგებლობა ყოველთვის აქეთკენ მიემართება. სხვა ხელისუფლებებსა და სხვა ქვეყნებზე ჩვენ ვერ ვიქნებით დამოკიდებული. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ის უსაფრთხოების რისკები, რაც არსებობს, ამ უსაფრთხოების რისკების რეალიზება, ანუ რეალობად ქცევა არ მოხდეს. ამას უზრუნველყოფს „ქართული ოცნება.“ მაშინ, როდესაც ორი რეგიონი ოკუპირებულია და რუსეთის რეგულარული არმია იმყოფება საქართველოს დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში, ეს არის უდიდესი რისკები. მთავარი ამოცანა არის, რომ ამ რისკების რეალიზების შესაძლებლობა არ მივცეთ არავის როგორც შიდა ინსტრუმენტებით, ისე გარე ინსტრუმენტებით. მთავარი ამოცანა ნებისმიერი ხელისუფლების, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. შესაბამისად, ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის, რომ არსებული რისკების რეალიზება არ მოხდეს. რისკები როდესაც რეალიზდება, თავისთავად, ნებისმიერი ხელისუფლება ამ მხრივ პასუხისმგებლობას სხვადასხვა დონეზე უნდა გრძნობდეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)