18:53 - 07 Jul, 2026
|
2023-11-06 10:10:54, 801 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა
ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, მიწისძვრის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. "შაბათს ნეპალში მაშველებმა შიშველი ხელებით დაიწყეს დანგრეული სახლების ნანგრევების გაწმენდა და გადარჩენილების ძებნა. ქვეყანაში ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც 157 ადამიანი შეეწირა", - წერს Reuters-ი. შეგახსენებთ, ნეპალში მიწისძვრა 3 ნოემბერს მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნეპალის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კარნალის პროვინციაში დაფიქსირდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)