|
2023-11-03 09:19:06, 846 ნახვა
მსოფლიო
კამალა ჰარისი - აშშ არ აპირებს პირობების შექმნას მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისრაელს თავის დასაცავად ვუწევთ
ჩვენ არ ვაპირებთ რამე პირობების შექმნას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისრაელს საკუთარი თავის დასაცავად ვუწევთ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა. ჰარისის თქმით, აშშ გააგრძელებს ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდაჭერას. "ვაპირებთ, გავაგრძელოთ მხარდაჭერა ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას საკუთარი თავი. მოდი, ვიყოთ მკაფიო და არასდროს დავივიწყოთ ის, რაც მოხდა 7 ოქტომბერს, როდესაც ასობით, ათასობით, 1 400 უდანაშაულო ადამიანი მოკლეს. ახალგაზრდები, რომლებიც უბრალოდ კონცერტს ესწრებოდნენ. ჩვენ არ ვაპირებთ რამე პირობების შექმნას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისრაელს საკუთარი თავის დასაცავად ვუწევთ", - განაცხადა ჰარისმა. შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. 8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. იმავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. 11 ოქტომბერს, IDF-მ ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტი გაგზავნა. თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში ამჟამად სახმელეთო ოპერაცია მიმდინარეობს და მისი ეტაპობრივად გაფართოება იგეგმება.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)