01:59 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 17:25:02, 612 ნახვა

საზოგადოება
ბრეგაძე - სისტემამ აჩვენა კრიზისული სიტუაციის მართვის ბრწყინვალე უნარი კოლეგა უწყებასთან ერთად

სისტემამ აჩვენა კრიზისული სიტუაციის მართვის ბრწყინვალე უნარი კოლეგა უწყებასთან ერთად,-აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, არასრულ 24 საათში ძებნის ღონისძიება, რომელიც შსს-თან მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობდა, წარმატებით დასრულდა.

„არასრულ 24 საათში ძებნის ღონისძიება, რომელიც მიმდინარეობდა შსს-თან ძალიან მჭიდრო კოორდინაციით, დასრულდა წარმატებით. სამივე პატიმარი არის უკვე განთავსებული შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში...

მინდა, მადლიერება გამოვხატო შს მინისტრის, ბატონი ვახტანგ გომელაურის, მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერისთვის, ასევე, ჩვენი ღირსეული თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც ძალიან მაღალპროფესიულ დონეზე შეასრულეს ძებნის ღონისძიება. ჩვენ მთელი ამ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით უწყვეტ რეჟიმში და ეს ღონისძიება სწორედ ამ ადამიანების წყალობით დასრულდა წარმატებით... მთავარი არის ის, რომ სისტემამ აჩვენა კრიზისული სიტუაციის მართვის ბრწყინვალე უნარი კოლეგა უწყებასთან ერთად“, - განაცხადა ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics