23:11 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 12:19:21, 678 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - თბილისის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული მწვრთნელების პროფესიული გადამზადების პროგრამა იწყება

​თბილისის მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული მწვრთნელების პროფესიული გადამზადების პროგრამა იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, შესაბამის გადამზადებას 200-მდე მწვრთნელი გაივლის.

„თბილისის მერიის მხარდაჭერით, იწყება თბილისის მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული მწვრთნელების პროფესიული გადამზადების პროგრამა. გადამზადებას გაივლის 200-მდე მწვრთნელი, რომლებიც ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სპორტულ ცენტრში ავარჯიშებენ მოზარდებს. გადამზადების კურსი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ტრენინგებს, სადაც მწვრთნელები გაეცნობიან სხვადასხვა სპორტულ სახეობაში შემოტანილ თანამედროვე ტენდენციებს. მათ საერთაშორისო დონის სპეციალისტები გადაამზადებენ“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, კურსის დასრულების შემდეგ, პროგრამის მონაწილე მწვრთნელებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics