23:12 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 11:57:46, 868 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკში იპოთეკურ სესხზე სპეციალური შეთავაზება დაიწყო

ბაზისბანკი, 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მომხმარებლებს გაუმჯობესებული და ყველაზე მიმზიდველი პირობებით, სპეციალურ შეთავაზებებს უმზადებს.

1 ნოემბრიდან, ბაზისბანკის იპოთეკურ სესხზე სპეციალური შეთავაზება დაიწყო. ახალი ბინის შეძენის, აშენების, გარემონტების ან სხვა ბანკებში არსებული იპოთეკური სესხის გადასაფარად, სესხით სარგებლობა ბაზისბანკის კონკურენტული და ინდივიდუალური პირობებით არის შესაძლებელი.

სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, იპოთეკური სესხი გამარტივებული წესითა და შემოსავლების ადგილზე დადასტურებით გაიცემა. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი -9.93%-დან, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 12.59%-დან შეადგენს. მომხმარებელს სესხით სარგებლობა 200,000 ლარამდე, მაქსიმუმ 20 წლამდე ვადით შეუძლია.

„ბაზისბანკში აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შევთავაზოთ და მათი  საბანკო გამოცდილება ჩვენთან კიდევ უფრო სასიამოვნო და კომფორტული გავხადოთ. ამჯერად, სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, იპოთეკურ სესხზე ისარგებლოს ბაზისბანკის მიმზიდველი პირობებით და დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ ბევრ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ჩვენი მეშვეობით შეიძინოს ან გაარემონტოს უძრავი ქონება.“ - მარეხ საჯაია, ბაზისბანკის პროდუქტებისა და სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

იპოთეკურ სესხზე სპეციალური შეთავაზებით სარგებლობისთვის განაცხადის შევსება შესაძლებელია სესხების პლატფორმაზე bbcredit.ge ან ნებისმიერ ფილიალში.

ბაზისბანკი, წარმატების 30 წლიანი ისტორია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics