|
2023-11-01 09:37:51, 699 ნახვა
მსოფლიო
ბოლივია ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს, კოლუმბიამ და ჩილემ კი, ელჩები გაიწვიეს
ბოლივია ისრაელთან დიპლომატიურ კავშირებს წყვეტს. ამის შესახებ ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ფრედი მამანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მამანი განმარტავს, ქვეყანამ გადაწყვეტილება ისრაელის მიერ ღაზაზე „აგრესიული და არაპროპორციული თავდასხმების" გამო მიიღო. ისრაელს პროტესტს უცხადებენ ასევე კოლუმბია და ჩილე, რომელთა ლიდერებმაც ქვეყნიდან თავიანთი ელჩები გაიწვიეს. X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] გამოქვეყნებულ განცხადებაში ჩილეს პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიკ ფონტსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ისრაელის მიერ „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიუღებელ დარღვევას მტკიცედ გმობს“. X-ზე გამოაქვეყნა განცხადება კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომაც. „თუ ისრაელი არ შეწყვეტს პალესტინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტას, ჩვენ იქ ვერ ვიქნებით“,- დაწერა პეტრომ სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. 8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. იმავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. 11 ოქტომბერს, IDF-მ ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტი გაგზავნა. თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში ამჟამად სახმელეთო ოპერაცია მიმდინარეობს და მისი ეტაპობრივად გაფართოება იგეგმება.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)