|
2023-10-30 17:58:08, 709 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ჩინეთში ღონისძიებას ბევრი ადამიანი ესწრებოდა, ამის წარმოჩენა, თითქოს პუტინთან ორმხრივ კონტაქტზეა საუბარი, მანიპულაციაა
ჩინეთში ღონისძიებას ბევრი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და ამის ისე წარმოჩენა, თითქოს [პუტინთან] ორმხრივ კონტაქტზეა საუბარი, მანიპულაციის კლასიკური მაგალითია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის დასწრებას. პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული ამბის ისე წარმოჩენა და ვიზუალიზაცია, თითქოს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლდაიმერ პუტინთან ორმხრივ კონტაქტზეზა საუბარი "ჩვეულებრივი სპეკულაცია და მანიპულაციაა". "საქართველოში 2008 წელს აგრესია განხორციელებული იყო, როდესაც უკრაინულმა არმიამ 2010 წლის 9 მაისს რუსულ გვარდიასთან ერთად აღნიშნავდა, ამიტომ უკრაინა-საქართველოს შედარება რუსეთთან მიმართებით ისტორიულ ჭრილში, არ მგონია საქართველოს საზიანოდ იყოს. რაც შეეხება ღონისძიებას, ეს იყო ჩინეთის ხელმძღვანელების მიერ მოწყობილი რომელსაც ესწრებოდა საქართველო და სხვათა შორის, ესწრებოდა ევროკავშირის 12 ქვეყნის წარმომადგენელი. ამ დიდ ღონისძიებას ბევრი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და ამის ისე წარმოჩენა და ვიზუალიზაცია, თითქოს ორმხრივ კონტაქტზეა საუბარი, მანიპულაციის კლასიკური მაგალითია. ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია და მანიპულაცია", - განაცხადა პაპუაშვილმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)