|
2023-10-27 11:39:03, 709 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - სააკაშვილის ინიციატივით, ვიწყებთ ჰუმანიტარულ პროექტს - ყველა რეგიონში მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას ვაპირებთ
მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ჩვენ ვიწყებთ ჰუმანიტარულ პროექტს, რომელშიც ჩაერთო ძალიან ბევრი ექიმი და ვაპირებთ საქართველოს ყველა რეგიონში ჩასვლას და შეძლებისდაგვარად სამედიცინო კუთხით დახმარების გაწევას,- ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ინიციატივას პოლიტიკურ დღის წესრიგთან კავშირი არ აქვს. „დღე არ გაივლის, რომ არ მივიღო უამრავი წერილი, თუ რა მძიმე სოციალური პრობლემების წინაშეა ქართველი ხალხი, თუ როგორ უჭირთ ექიმებთან ვიზიტი და სრულფასოვანი მკურნალობა. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ჩვენ ვიწყებთ ჰუმანიტარულ პროექტს, რომელშიც ჩაერთო ძალიან ბევრი ექიმი და ვაპირებთ საქართველოს ყველა რეგიონში ჩასვლას და შეძლებისდაგვარად სამედიცინო კუთხით დახმარების გაწევას! ჩვენი ინიციატივა შეიძლება ხელისუფლებისთვის ღიმილისმომგვრელი იყოს, მაგრამ მე ნამდვილად არ ვთვლი, რომ სასაცილოდ გვაქვს საქმე, როცა გაჭირვებული ადამიანი მწერს, რომ გაჭირვების გამო, არჩევანს აკეთებს საკვებსა და ექიმთან ვიზიტს შორის; როცა მშობლებს, საკუთარი შიმშილის ფასად უწევთ ჩვილი ბავშვების გამოკვება; როცა სრულყოფილი მკურნალობის მიღება ფუფუნების საგნად გადაიქცა. დღეს საქართველოში ჯანდაცვაც კი, ხელმისაწვდომია მხოლოდ ივანიშვილის კლანისთვის და არა თითოეული თქვენგანისთვის. მე, სოფო ჯაფარიძე, ვიქნები იქ, სადაც ჩემს ხალხს ვჭირდები. მე ყველაზე კარგად მესმის თქვენი, როგორც დედას, როგორც ქალს და როგორც შვილს. თითოეული თქვენგანის ჯანმრთელობა არ უნდა იყოს ოჯახებისთვის მძიმე ტვირთი! მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ჰუმანიტარული აქცია და ამ ინიციატივას არანაირი კავშირი არა აქვს პოლიტიკურ დღის წესრიგთან. დავიწყებთ 4 ნოემბერს და საიდან დავიწყებთ, დეტალებს აუცილებლად მალე გაიგებთ“,- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)