|
2023-10-24 17:02:47, 708 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ხუთი ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს
საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრები აირჩიეს. საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 10 კანდიდატიდან, პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მოხდა. საპროკურორო საბჭოს წევრები გახდნენ - გიორგი ბახტაძე, დავით ყაზარაშვილი, ზვიად გუბელაძე, ემზარ გაგნიძე და ლონდა ბიჭიკაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარემ, ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს არჩეული წევრები წარადგინა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა. გენერალური პროკურორის განცხადებით, დღეს ყველა გამარჯვებულია, რადგან თითოეულმა კანდიდატმა ამ პროცესში მონაწილეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თვითმმართველობის გაძლიერებაში და პროკურატურის განვითარებაში. ასევე, ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ წინა კონფერენციის გადაწყვეტილების შესაბამისად, კენჭისყრა ელექტრონულად ჩატარდა. „ელექტრონული კენჭისყრა, წინ გადადგმული ნაბიჯია და გამჭირვალობის, ეფექტიანობის, ადამიანური რესურსის და დროის დაზოგვის მიმართულებით მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ. გენერალურმა პროკურორმა ამ შესაძლებლობისთვის და გაწეული შრომისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და პროკურატურის შიდა ცენტრალურ კომისიას მადლობა გადაუხადა. ირაკლი შოთაძის განცხადებით, საპროკურორო საბჭო 2015 წელს დაწყებული პროკურატურის რეფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა, რამაც პროკურატურის მართვაში და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში ყველა პროკურორის და გამომძიებლის ჩართულობა გააძლიერა. გენერალური პროკურორის განცხადებით, საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრები ჩართულები არიან პროკურატურის მართვის კოლეგიური საბჭოების საქმიანობაში და მონაწილეობენ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორიც არის - გენერალური პროკურორის არჩევა, მისი მოადგილეების დისციპლინარული დევნა, პროკურორების წახალისება და დაწინაურება, მათი დისციპლინარული საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, ახალი თანამშრომლების მიღება, პროკურორების რანგირება და შეფასება, სტრატეგიის და სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრა, მოდიფიცირება თუ სხვა. „ამ ჩამონათვალით ნათელია თუ რაოდენ დიდი რეფორმა გატარდა ჩვენთან ბოლო წლების განმავლობაში. მე ამ რეფორმების ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი 2015 წლიდან და შედეგი, რომელსაც ვხედავ, ძალიან საამაყოა ჩემთვის და ჩვენთვის ყველასთვის. დღევანდელი გადმოსახედიდან ყველა ის რეფორმა, რაც გავატარეთ, ცალსახად გამართლებულია. ამ შედეგებით, რომელიც პროკურორთა თვითმმართველობის გაძლიერების მხრივ გვაქვს, მოწინავეები ვართ ევროპის მასშტაბით. დღეს მიდის მსჯელობა ბევრ ქვეყანაში მსგავსი კოლეგიური მართვის ორგანოების შექმნაზე", - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა. "პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის 8 პროკურორია, რომელთაც ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)