|
2023-10-19 12:14:02, 1161 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი - იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 22.5%-ით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 607.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.7 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 47.2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.5 პროცენტით შემცირდა და 2 172.7 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. "2023 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 75.2 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (412.3 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (290.5 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (235.0 მლნ აშშ დოლარი). 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 433.0 მლნ აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 193.0 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 140.1 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.4 პროცენტი)",- აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)