04:28 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 23:54:05, 820 ნახვა

მსოფლიო
ისრაელსა და ღაზაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების გამო, თურქეთში აშშ-ის საკონსულო დაიხურა

თურქეთში, ადანაში აშშ-ის საკონსულო საპროტესტო აქციების გამო დაიხურა. ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელსა და ღაზაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თურქეთის მთელ ტერიტორიაზე, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები.

„ნებისმიერი შეკრება, თუნდაც ის მშვიდობიანი იყოს, შეიძლება, გამწვავდეს და ძალადობრივი გახდეს. საპროტესტო აქტივობამ შეიძლება, გამოიწვიოს გზების ჩაკეტვა და მოძრაობის შეფერხება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics