|
2023-10-16 16:28:58, 709 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე - სჯობს, საკითხი მიმდინარე კვირაში კენჭისყრაზე დავაყენოთ
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. შეტყობინების მიღებიდან პარლამენტს განხილვისა და კენჭისყრისთვის ორკვირიანი ვადა აქვს. ვინაიდან მიმდინარე კვირა სასესიო კვირაა, ამიტომ სჯობს საკითხი ამ კვირაში განვიხილოთ და კენჭისყრაზე დავაყენოთ, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, თუ სასამართლო არ დაადგენდა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, მაშინ განხილვა შეწყდებოდა. "მას შემდეგ, რაც პარლამენტში ინფორმაცია ოფიციალურად შემოვა, უნდა შედგეს განხილვის და კენჭისყრის გრაფიკი. ვვარაუდობ, რომ ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე დადგენილების შესაბამისი პროექტს წარვადგენთ, რომელშიც იქნება განხილვის გრაფიკი. შეტყობინების მიღებიდან პარლამენტს განხილვის და კენჭისყრის ორკვირიანი ვადა აქვს. ვინაიდან ჩვენ გვაქვს სასესიო კვირა, ამიტომ აჯობებს მიმდინარე კვირაში განვიხილოთ ეს საკითხი და დავაყენოთ კენჭისყრაზე. რეგლამენტის თანახმად, ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება ზოგადი, პირველი მოსმენის წესით და ასევე ითვალისწინებს, რომ პარლამენტს შეუძლია განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, მოიწვიოს პირი, ვის მიმართაც იმპიჩმენტის საკითხი განიხილება. ჩვენ დავუკავშირდებით პრეზიდენტის აპარატს და ვიკითხავთ თუ ექნება მას მონაწილეობის სურვილი და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას 100 ხმა სჭირდება", - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, დღეს, 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, ზურაბიშვილმა აგვისტო-სექტემბერში საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.
ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა - ამას პროტესტი მოჰყვა
ვოლსკი: მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)