14:49 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-15 12:08:35, 569 ნახვა

საზოგადოება
გაბუნია - კიბოს პრევენციისთვის სახელმწიფო პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უფასოდ ახორციელებს

საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების უდიდესი ნაწილი პაპილომავირუსს უკავშირდება, ეს არის ერთადერთი კიბო, რომლის თავიდან აცილება და საერთოდ ელიმინაცია შესაძლებელია ვაქცინაციის გზით. პაპილომავირუსია ბევრი სხვა სახეობის კიბოს გამომწვევიც, მათ შორის მამაკაცებში, შესაბამისად თანაბრად მნიშვნელოვანია ორივე ჯგუფის აცრა, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, კიბოს პრევენციისთვის, სახელმწიფო პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უფასოდ ახორციელებს, ამასთან, მიმდინარე წელს, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა.

„აცრის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა და ახალი რეგულაციების მიხედვით, უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება  შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს  10-დან -45 წლის ჩათვლით, ხოლო  ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან  26 წლის ჩათვლით.  მომართვიანობა და ინტერესი გაზრდილია, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას მოცირკულირე პაპილომავირუსები მინიმუმამდე შევამციროთ“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ევროპის რეგიონის 45 ქვეყანაში ტარდება, მათგან 20 ქვეყანა ცრის ორივე სქესის წარმომადგენლებს. სამეცნიერო მონაცემებით, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაღალეფექტური და უსაფრთხოა. მრავალწლიანი პრაქტიკით მტკიცდება, რომ მას, თითქმის არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. აცრის ჩატარება სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი  და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics