|
2023-10-13 12:15:26, 610 ნახვა
საზოგადოება
კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“ დასრულდა
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“ დასრულდა. კონფერენციის მონაწილეებმა - მეცნიერებმა, მკვლევრებმა და ექსპერტებმა მსოფლიოს 11 ქვეყნიდან (საქართველო, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, აშშ, კანადა, ისრაელი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ხორვატია), სამი დღის განმავლობაში, „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის“ ფარგლებში განხორციელებული კვლევები და მიღწეული შედეგები შეაჯამეს, ასევე შეიმუშავეს სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებული რეკომენდაციები. როგორც „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის" კოორდინატორმა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დავით მაღრაძემ აღნიშნა, პროექტის სამომავლო წარმატებისთვის, მსგავსი მასშტაბის შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. "კონფერენციაზე ნათლად გამოიკვეთა, რომ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებასთან ერთად, წინ მიდის მეცნიერებაც, შესაბამისად, საჭიროა ახალი კვლევები, ახალი მიგნებები, რაც ქართული ვაზისა და ღვინის შესახებ მიღებულ დასკვნებს კიდევ უფრო გაამყარებს. პერსპექტივები ნამდვილად დიდია და ეს, კონფერენციაში მონაწილე მეცნიერებმა დაადასტურეს. პროექტის ფარგლებში, ქართული ვაზისა და ღვინის შესწავლას, ქართველ მეცნიერებთან ერთად, მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტების ექსპერტები და მკვლევრები ახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ გაიზარდა პროექტში ჩართული მეცნიერების რაოდენობა, ნათლად გამოჩნდა პროექტის საქმიანობის გაფართოების პერსპექტივა, რაც მომავალში სხვადასხვა სამეცნიერო პროექტში გადაიზრდება და, საბოლოოდ, ისევ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის იმ მრავალფეროვანი საკითხების შესწავლას წაადგება, რითიც ასე მდიდარია ეს დარგი“, - განაცხადა დავით მაღრაძემ. აღსანიშნავია, რომ „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის" ფარგლებში განხორციელებული კვლევების ასეთი მასშტაბური წარდგენა და განხილვა პირველად განხორციელდა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“ 10-12 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაწესებული „ღვინის დღეების“ ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)