01:02 - 28 Jun, 2026
|
2023-10-11 22:15:26, 1599 ნახვა
ომი უკრაინაში
ფინეთმა უკრაინას 95 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო
11 ოქტომბერს ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ უკრაინისთვის 95 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უსაფრთხოებიდან გამომდინარე ფინეთი სამხედრო დახმარების პაკეტის შემადგენლობასა და მისი გადაცემის თარიღს არ ამჟღავნებს. “უკრაინის ომის შედეგი ევროპისა და ფინეთის სამომავლო უსაფრთხოების წესრიგს დიდი ხნით განსაზღვრავს, ამიტომ ვაგრძელებთ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად”, - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკინენმა. ცნობისთვის, ეს ფინეთის მხრიდან უკრაინისათვის გამოყოფილი დახმარების მე-19 პაკეტი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)