16:09 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 12:48:10, 763 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ქვეკომიტეტის (SPT) წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში, რომლებიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გენერალური პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, მთავრობის ადმინისტრაციის და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები.

"შეხვედრაზე ალექსანდრე დარახველიძემ კომიტეტის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს სისტემაში მოქმედი დროებითი მოთავსების იზოლატორებისა და საქართველოში უკანონოდ მყოფ პირთა დროებითი განთავსების ცენტრის შესახებ. ქვეკომიტეტის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ ბოლო წლების მანძილზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, რომელთა მიზანია საზოგადოების თითოეული წევრის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფა. ალექსანდრე დარახველიძემ ასევე უპასუხა ქვეკომიტეტის წარმომადგენელთა შეკითხვებს.

აღსანიშნავია, რომ ქვეკომიტეტის ვიზიტი საქართველოში პირველად ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელისაგან თავისუფლებააღკვეთილ პირთა დაცვის გაძლიერებას.

ვიზიტის საფუძველზე ქვეკომიტეტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს და მოამზადებს შესაბამის ანგარიშს",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics