13:23 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-08 12:46:35, 794 ნახვა

მსოფლიო
ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 350-მდე გაიზარდა

ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 350-მდე გაიზარდა. ამის შესახებ IDF-ის სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჰაგარის თქმით, ისრაელის პრიორიტეტს ახლა ქვეყნის დასახლებულ პუნქტებში ბრძოლების დასრულება წარმოადგენს.

როგორც სპიკერი ამბობს, ასევე მნიშვნელოვანია, ღაზას სექტორისა და ისრაელის გამყოფი ხაზის კონტროლი.

ცნობისთვის, გუშინ, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ გამოაცხადა. 

იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics