13:23 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-08 10:51:20, 809 ნახვა

მსოფლიო
გამთენიისას ისრაელის არმიამ ღაზას სექტორი და ლიბანი დაბომბა

ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ მათ საარტილერიო დარტყმა განახორციელეს ლიბანის ტერიტორიაზე, საიდანაც ისროდნენ ისრაელის მიმართულებით, იტყობინება Reuters.

სააგენტოს სამი წყაროს ცნობით, ისრაელმა შურისძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ლიბანიდან გასროლილი ჭურვები ქალაქ ბეერშებაში ისრაელის სამხედრო პოზიციებს მოხვდა.

კვირას ღამით ისრაელმა ღაზას სექტორში რამდენიმე საჰაერო დარტყმა განახორციელა.

ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 230-ზე მეტი ღაზაელი და დაშავდა კიდევ 1000 ადამიანი.

ისრაელის არმიამ ღაზას შვიდი უბნის მცხოვრებლებს სთხოვა, დაეტოვებინათ სახლები და გადასულიყვნენ ურბანულ ცენტრებში ან თავშესაფრებში შეეფარებინათ.

თვითმხილველებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ათობით ოჯახმა დაიწყო სახლების მიტოვება და გაეროს მიერ მართულ სკოლებში შეფარება.

ცნობისთვის, დღეს, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

მოგვიანებით, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა, რის შედეგადაც ისრაელში 

სულ მცირე 150 ისრაელის მოქალაქე უკვე დაიღუპა და მინიმუმ 1 ათასი დაშავდა, იტყობინება ისრაელის მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

Al Jazeera, სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მინიმუმ 160 პალესტინელი დაიღუპა ღაზაში ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად. დაშავებულია  1000 ადამიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics