|
2023-10-03 13:37:15, 835 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ სტიპენდიების ახალი პროგრამა - შესაძლებლობა საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის მიიღონ 100%-იანი დაფინანსება
"საქართველოს ბანკი" ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა მოტივირებული და ლიდერული თვისებების მქონე საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამა დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, ერთი წლის განმავლობაში მიიღონ "საქართველოს ბანკის" 100%-იანი ან ნაწილობრივი სწავლის დაფინანსება ბანკის პარტნიორ 13 უნივერსიტეტში, საბაკალავრო საფეხურზე სასურველი მიმართულებით სწავლისთვის. პროექტი განგრძობით ხასიათს ატარებს. ბანკი სწავლას ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ სტუდენტს დაუფინანსებს. „საქართველოს ბანკის" გუნდში გვჯერა ახალგაზრდების, მათი უსაზღვრო შესაძლებლობების და იმის, რომ სწორედ ისინი შეცვლიან ჩვენ ქვეყანას უკეთესობისკენ. სწორედ ამიტომ ვიწყებთ ახალ სასტიპენდიო პროექტს საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, რაც გულისხმობს ბანკის პარტნიორ 13 უნივერსიტეტში, ერთი წლის განმავლობაში სტუდენტებისთვის სწავლის 100%-იან ან ნაწილობრივ დაფინანსებას. მნიშვნელოვანია, რომ "საქართველოს ბანკის" სტიპენდია არ არის ერთჯერადი ინიციატივა, ის დროში განგრძობითი პროექტია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ სტუდენტებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ვხდით უმაღლეს განათლებას, რაც თავის მხრივ, ახალგაზრდებში აჩენს სწავლის სურვილსა და მოტივაციას. ეს მხოლოდ დასაწყისია. "საქართველოს ბანკი" არ ჩერდება, რადგან ჩვენი მიზანია, ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტად გავზარდოთ პარტნიორი უნივერსიტეტების სია, რათა მოვიცვათ საქართველოს მასშტაბით უფრო მეტი რეგიონი და მეტ ახალგაზრდას შევუქმნათ ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა“, - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი. "საქართველოს ბანკის" სტიპენდიების ახალ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკის" სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებს თითოეული უნივერსიტეტი ინდივიდუალურად, მათ მიერ შემუშავებული კრიტერიუმებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად, თავად შეარჩევს. ინფორმაციის მიღებას ახალგაზრდები თავად უნივერსიტეტის ვებგვერდზე ან ადმინისტრაციის დახმარებით შეძლებენ. სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია შემდეგ ბმულზე. "საქართველოს ბანკის" პარტნიორი უნივერსიტეტებია:
ინფორმაციისთვის, "საქართველოს ბანკი" განათლების შესაძლებლობების შექმნის მიზნით პარტნიორებთან ერთად 35-მდე საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. ბენეფიციართა რაოდენობა კი 120 000-ს აჭარბებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)