|
2023-10-03 10:25:09, 627 ნახვა
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილები გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სატვირთო ავტომობილების გადაცემის ღონისძიება სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წითელი ხიდის სამმართველოში გაიმართა. "ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი - ნიკოლოზ შარაძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი - ნიკოლას სენდეროვიჩი დაესწრნენ. სატვირთო ავტომობილების გადაცემა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელშეწყობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - "საზღვრისა და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)" ფარგლებში განხორციელდა, რომელიც 2022 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელებულა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას საზღვრისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)