|
2023-10-03 09:26:25, 1363 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენი მთავარი მიზანია, წელს მივიღოთ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად
ყველამ ვიცით, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება, ეს მხოლოდ დროის საკითხია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გასვლით სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის მიზანია, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება წელს იქნას მიღებული. "ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეს საბჭო იკრიბება ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, მსგავს ფორმატში. ესწრებოდნენ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკომისიის წარმომადგენლები და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი. ძალიან ნაყოფიერი და შინაარსიანი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ, კერძოდ, უკრაინის ევროკავშირში სრულ გაწევრიანებაზე. ჩვენი ინტეგრაციის მთავარი მიზანია, წელს მივიღოთ გადაწყვეტილება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე კიდევ ერთხელ გავიგე, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. უკრაინა აუცილებლად შეასრულებს სამუშაოს თავის ნაწილს - ევროკომისიის შვიდ რეკომენდაციას“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)