15:54 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-02 09:13:25, 958 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ სქესობრივი დანაშაულების და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორი პირის გაუპატიურების, სქესობრივი კავშირის იძულების, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნდობაში შედიოდა, მათ შორის, არასრულწლოვან გოგონებთან, ძალის გამოყენებით ამყარებდა მათთან სქესობრივ კავშირს, ხოლო შემდგომ მუქარითა და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების შანტაჟით აიძულებდა მასთან ხანგრძლივ სექსუალური ხასიათის ურთიერთობას. 

"სამართალდამცველებმა ბრალდებული 29 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან), 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება); 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურება); 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარების იძულება); 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (სქესობრივი კავშირის დამყარების იძულება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ); 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „დ" ქვეპუნქტებით (ფიზიკური ძალადობა ორი პირის მიმართ, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ), 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ფიზიკური ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა  დაზარალებულების დადგენის მიზნით.
საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს და დანაშაულის ჩამდენი პირი კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს",- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics