|
2023-09-30 12:36:55, 699 ნახვა
საზოგადოება
ქვემო ქართლში, ხრამ-არხის სარწყავი სისტემის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაასრულა
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ქვემო ქართლში, ხრამ-არხის სარწყავი სისტემის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წერეთლის არხის 2,5 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყო ტრაპეციული კვეთის მონოლითური რკინა-ბეტონის არხი, გამანაწილებელი კვანძები და წყლის ჩამკეტი ფარები. სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები სარწყავი სეზონის დასრულებისთანავე გაგრძლედება. პროექტის სრულად განხორციელების შედეგად, 6 სოფლის (თამარისი, დიდი ბეგლიარი, პატარა ბეგლიარი, დიოკნისი, წერეთელი, ალგეთი) 1385 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. "სამუშაოები 2021 წელს დაიწყო და დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. პროექტის ღირებულება 2,3 მლნ ლარია. სარწყავ არხზე ჩატარებული სამუშაოები საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, თამაზ მღებრიშვილმა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, 65,2 მლნ ლარის სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. შედეგად, 31,870 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად ირწყვება, სარწყავი წყლის მიწოდება 24 800 ჰექტარზე გაუმჯობესდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)