|
2023-09-29 18:21:59, 615 ნახვა
საზოგადოება
მერია - თამარ მეფის გამზირი N20-ში სახლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დიდუბის რაიონის გამგეობა თამარ მეფის გამზირი N20-ში მდებარე ხანძრის შედეგად დაზიანებული სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, პროექტის მიხედვით, გამაგრდა შენობის საძირკველი, მონოლითური ბეტონით მოეწყო სართულშუა გადახურვის ფილა, ლითონის ელემენტებით მოჩარჩოვდა ფანჯრები და კარის ღიობები. ამასთან, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ნაწილები აღდგება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება. აღნიშნულ მისამართზე 28 ოჯახი ცხოვრობს. საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობა გამგეობას ქირით ჰყავს უზრუნველყოფილი. "პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მშენებელი+“ ასრულებს. სამუშაოების ღირებულება 691 012 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაო პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი დიდუბის რაიონის გამგებელთან, ვლადიმერ ძნელაძესთან და პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებთან - გიორგი ვოლსკისთან, გივი ჩხრტიშვილთან და ირმა ზავრადაშვილთან ერთად გაეცნო", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)