05:07 - 28 Jun, 2026
|
2023-09-28 18:47:33, 1429 ნახვა
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას 2,4 მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალას გადასცემს
ნატო უკრაინას 2,4 მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალას გადასცემს, - ამის შესახებ კიევში ჩასვლის შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ცნობილი ხდება, რომ ალიანსისგან უკრაინას 155მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და სატანკო 120/105მმ-იანი ჭურვები გადაეცემა. „ნატომ და უკრაინამ გააფორმეს ორმხრივი კონტრაქტები ძირითადი ტიპის საბრძოლო მასალის მიწოდებაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით კიევში დღეს, 28 სექტემბერს ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)