|
2023-09-27 16:04:02, 825 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის კლიმატის სამინისტროს გენერალურ მდივანს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ქ. ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 67-ე გენერალური კონფერენციაში მონაწილეობდა. კონფერენციის ფარგლებში, სოლომონ პავლიაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის კლიმატის, გარემოს დაცვის, ენერგიის, ტრანსპორტის, ინოვაციისა და ტექნოლოგიის ფედერალური სამინისტროს გენერალურ მდივანს ჰერბერტ კასერს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და ავსტრიას შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ მრავალწლიან მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა. სოლომონ პავლიაშვილმა ტყის მდგრადი მართვის, დაცული ტერიტორიების, ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ გადაიდგა სათანადო ნაბიჯები, რათა შესრულებულიყო ის პუნქტები, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროგრესი სათანადოდ იქნება შეფასებული. „გენერალურმა მდივანმა ჰერბერტ კასერმა დადებითად შეაფასა ავსტრიასა და საქართველოს შორის პარტნიორობა, მიღწეული შედეგები და გამოხატა სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა სახიფათო ნარჩენების მართვის, ასევე, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროებში გამოცდილების გაზიარების კუთხით. მხარეებმა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს. შეხვედრას საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ქეთევან ციხელაშვილი, ქართული დელეგაციის წევრები და ავსტრიის გარემოს დაცვისა და ცირკულარული ეკონომიკის დირექტორატის ხელმძღვანელი კრისტიან ჰოლცერი ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)