02:17 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-26 15:24:45, 875 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა [ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რიგაში, ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს.

პრეზიდენტის განცხადებით, ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა გადამწყვეტია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

"ევროპულ გზაზე ამ გადამწყვეტ მომენტში შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩთან. მადლობა, ლატვია, წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვის.

თქვენი მტკიცე მხარდაჭერა გადამწყვეტია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე",- წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტალინში, ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics