00:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-24 13:18:25, 972 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ნიქოზში, სტადიონზე მოზარდს დენმა დაარტყა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში, საფეხბურთო სტადიონზე მოზარდს დენმა დაარტყა. 

როგორც ადგილობრივები "მთავარ არხთან" საუბრისას აცხადებენ, არასრულწლოვანმა დენის დარტყმის შედეგად გარკვეული დროის განმავლობაში გონება დაკარგა, თუმცა გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"გუშინ საღამოს ბავშვები თამაშობდნენ სტადიონზე. ჩემი შვილიშვილი შემოვიდა და შემოიტანა ამბავი, რომ ერთ-ერთმა ბავშვმა ხელი მოკიდა ძელს, დენმა დაარტყა და გონება დაკარგა. ამის შემდეგ, გონზე მალევე მოსულა",- აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები.

კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარა, ამბობს, რომ სტადიონი ჯერ გახსნილი არ იყო და უცნობია, მოზარდი იქ რატომ იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics