00:15 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-23 10:59:05, 1763 ნახვა

სამხედრო
სადაზვერვო სიტუაციური საველე სწავლება „შევარდენი-2023“ დასრულდა

პირველი ქვეითი ბრიგადის საწვრთნელი ცენტრი „ხცისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სადაზვერვო სიტუაციური საველე სწავლება „შევარდენი 2023“ ჩატარდა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლებაში მონაწილეობას თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დაქვემდებარებული ბრიგადების სადაზვერვო ქვედანაყოფები იღებდნენ.

"საჩვენებელ სწავლებაზე სადაზვერვო ჯგუფებმა მარშრუტის რეკოგნოსცირების, ჩასაფრებისა და კონტაქტზე რეაგირების ოპერაციები განახორციელეს. ადგილმდებარეობის წინასწარი შესწავლის მიზნით, ქვედანაყოფებმა სწავლებაში სადაზვერვო დრონები გამოიყენეს.

სწავლებაზე ქვედანაყოფებმა გაიარეს ტრენინგი სადაზვერვო დრონის, სადაზვერვო თერმული ხელსაწყოებისა და თერმული სამიზნეების გამოყენებაში. სწავლების მიზანს აღმოსავლეთ სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მიერ სადაზვერვო ოპერაციების წარმოების სრულყოფა წარმოადგენდა",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics