01:20 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-22 22:49:14, 752 ნახვა

საზოგადოება
მერია -კოკეტიშვილის, ბესიკისა და ვაშლოვანის ქუჩებზე 23-24 სექტემბერს მოძრაობა დროებით შეიზღუდება

დაგეგმილი ვიდეოგადაღების გამო, 23-24 სექტემბერს ვახტანგ კოკეტიშვილის ქუჩაზე, ასევე, ვაშლოვანისა და ბესიკის ქუჩების ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კერძოდ, ვახტანგ კოტეტიშვილისა და ბესიკის ქუჩის ნაწილზე (დიმიტრი ყიფიანის ქუჩისა და ბესიკის ქუჩის კვეთიდან ბესიკის ქუჩისა და კირილე უკლებას ქუჩის კვეთამდე) საგზაო მოძრაობა 23 სექტემბრის 00:06-დან 14:00 საათამდე შეიზღუდება. დანიელ ჭონქაძის ქუჩის, მთაწმინდის შესახვევისა და ბესიკის მოედნიდან კოტეტიშვილის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ კირილე უკლებას, ნიაღვრისა და ინგოროყვას ქუჩების გავლით. ბესიკის მოედნისა და მთაწმინდის ქუჩისკენ მიმავალი ტრანსპორტი კი ბესიკის გასასვლელისა და დიმიტრი ყიფიანის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.

"რაც შეეხება ვაშლოვანის ქუჩას, მოძრაობა 24 სექტემბრის 00:06-დან 18:00 საათამდე, პიერ კობახიძის ქუჩიდან ახვლედიანის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეიზღუდება.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მერაბ კოსტავას ქუჩიდან გიორგი ახვლედიანის ქუჩის მიმართულებით, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ პიერ კობახიძისა და ია ეკალაძის ქუჩების გამოყენებით, ხოლო გიორგი ახვლედიანის ქუჩიდან მერაბ კოსტავას მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება რომან მიმინოშვილის ქუჩის საშუალებით", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics