01:32 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-22 13:23:18, 601 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მოადგილე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მოადგილე კახა კაკაბაძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოდგილემ, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, პარიზის სამხრეთით მდებარე სახელმწიფო ტყის ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც საფრანგეთის ეროვნული ტყის ოფისი დეგრადირებული ტყის აღდგენის ღონისძიებებს ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ურბანულ დასახლებასთან ახლოს მდებარე აღნიშნულ ტყის მასივს დაცვითი ტყის კატეგორია 2016 წელს მიენიჭა. 374 ჰა ფართობზე, ძირითადად, ფოთლოვანი სახეობები - მუხა და წაბლია გაშენებული; თუმცა, კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენისა და წაბლის დაავადების გამო, ტყე დეგრადირებულია. წაბლის ე.წ მელნისებრი დაავადების წინააღმდეგ სანიტარიული ჭრები, ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები და მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში  წაბლის დაავადება გასული საუკუნის 40-იან წლებში დაფიქსირდა. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო სანიტარიულ ჭრებს და დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდას ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ახორციელებს. 

საფრანგეთში კახა კაკაბაძის ვიზიტის ფარგლებში, შესაბამის უწყებებთან გამართულ შეხვედრებზე, მხარეებმა დაავადებებთან ბრძოლის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ეროვნულ სატყეო სააგენტოსა  და საფრანგეთის ეროვნული ტყის ოფისს შორის უახლოეს მომავალში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics