04:44 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-15 13:42:39, 1952 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტო - ქართული ღვინის ონლაინ კურსი ნაპა ველის ღვინის აკადემიის სასწავლო პროგრამაშია

​სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ამერიკის შეერთებულ შტატებში სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners“-ის მხარდაჭერით, მსოფლიოში ცნობილ ნაპა ველის ღვინის აკადემიის (Napa Valley Wine Academy, კალიფორნია) სასწავლო პროგრამას ქართული ღვინის ონლაინ კურსი ემატება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული კურსი პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი ოფიციალური ინგლისურენოვანი სასერთიფიკატო კურსია ქართულ ღვინოზე აშშ-ში.

„კურსის ფარგლებში აუდიტორია გაეცნობა ქართული ღვინის ისტორიას, კულტურას, ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებსა და მეთოდებს, ქართული ღვინის რეგიონებს, ღვინის მრავალფეროვან ჯიშებს და სხვ. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები Napa Valley Wine Academy-გან.

კურსს წარუძღვება ნაპა ველის ღვინის აკადემიის თანადამფუძნებელი და ვიცე პრეზიდენტი კეტრინ ბუგი (Catherine Bugue).

ამერიკის შეეთებულ შტატებში ასეთ მნიშვნელოვან აკადემიასთან თანამშრომლობა არის საუკეთესო შესაძლებლობა, უფრო ფართოდ და საფუძვლიანად იყოს წარმოდგენილი ქართული მეღვინეობის ისტორია, კულტურა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარზე, აშშ-ში.

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://napavalleywineacademy.com/wines-of-georgia/#course“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics