|
2023-09-14 16:34:17, 966 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე - ენმ-ი მონაწილეობას არ მიიღებს - მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, არც მათ მიიღონ მონაწილეობა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პარტის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. ბეჟაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, რომ არც მათ მიიღონ მონაწილეობა პროცედურაში. “დღეიდან ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს იმპიჩმენტის ხელოვნური თემის წამოწევა და პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ საკითხად წარმოჩენა, ვინაიდან მიზანი ამ კამპანიის ერთის მხრივ არის პრეზიდენტის როლის გამოკვეთა, თითქოს ეს არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც პროევროპულებისთვის იცლის და უნდა ჩაანაცვლოს მან სხვა ევროპული ოპოზიციური პარტიები. ეს, ბუნებრივია, ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ თამაშებია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ „ქოცურ“ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს და მოვუწოდებთ ყველა პროდასავლელ ოპოზიციური პარტიების ჯგუფებს, არც მათ მიიღონ მონაწილეობა ამ თემების განხილვაშიც კი, ვინაიდან ამ თემების განხილვა და გაცოცხლება ნიშნავს მთავარი პოლიტიკური საკითხებიდან ყურადღების გადატანას და პრეზიდენტის, როგორც ერთადერთი პროევროპული სახელმწიფო ინსტიტუციის წარმოჩენას. ჩვენი მიზანია, რომ ეს თემა დაიხუროს და ამას მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაზე და ფრაქციის წევრებზე, სხვა წევრები, რომლებიც ადრე გასულები იყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკით, ბუნებრივია, მათზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ და არც ავიღებთ. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ დეპუტატს, რომ გამოირიცხოს ის სიმულაციები და არ დავტოვოთ სივრცე კითხვის ნიშნებისთვის, ყველა გამოვიდეთ დარბაზიდან და არ მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში",- განაცხადა ბეჟაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)