|
2023-09-14 14:24:50, 701 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ ჩვენი ქვეყანა მიიღებს სტატუსს
თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ამის შესახებ კალაძემ დღეს ჟურნალისტებს აღნიშნული თემის კომენტირებისას განუცხადა. „რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ვფიქრობ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. აღნიშნული სტატუსის მიღება-არმიღება პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, იყო უსამართლო, არასწორი, იმიტომ, რომ თუ რომელიმე ქვეყანა მართლა იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, თავისი რეფორმებით, წინგადადგმული ნაბიჯებით და ა.შ. თუმცა ყველამ კარგად ვიცით, თუ რატომ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე მაინც ოპტიმისტი ვარ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ ჩვენი ქვეყანა მიიღებს სტატუსს. გულწრფელად ეს დამოკიდებულება მაქვს, რადგან მართლაც ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, ბევრი რეფორმა განვახორციელეთ და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იმსახურებს სტატუსს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)