|
2023-09-14 10:20:45, 672 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები იმყოფებიან
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ბრიტანელი ღვინის მაგისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის "Swirl Wine Group" ხელმძღვანელი სარა ებოტი და ღვინის პროფესიონალების 12-კაციანი ჯგუფი იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქართული ღვინის ინდუსტრიის გაცნობის ტურის ფარგლებში, სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები. „მე აქ ვიმყოფები დიდი ბრიტანეთის ღვინის იმპორტიორების და ღვინის ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად. ისინი პირველად არიან საქართველოში, თუმცა ყველა ძალიან გამოცდილი ღვინის პროფესიონალები არიან. ჩვენ დავიწყეთ მოგზაურობა თელავში, ქვევრის ღვინის მწარმოებელ ზაზა კბილაშვილთან სტუმრობით. ახლა ვართ რუისპირის ბიოდინამიურ ვენახში, რომელიც ძალიან საინტერესოა ჩვენი სტუმრებისთვის, რადგან ბევრი მათგანი უკვე იცნობს ბიოდინამიურ ვენახებს. ეს არის პირველი ქართული ბიოდინამიური ვენახი, რომელიც მათ ნახეს“ - აღნიშნა სარა ებოტმა. ვიზიტის ფარგლებში, ბრიტანელ ღვინის პროფესიონალებს, თბილისში, სპეციალურად მათთვის გამართულ დეგუსტაციაზე, შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 15 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს. ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა B2B ფორმატშიც. ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა შეფასებები და რეკომენდაციები მიიღეს ბრიტანელი პროფესიონალებისგან. აღნიშნულ ღონისძიებაზე, საქართველოს ლანდშაფტისა და ტერუარების, ქართული ღვინის ისტორიის და მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ პრეზენტაცია მათთვის ღვინის ეროვნული სააგენტოს მრჩეველმა ირაკლი ჩოლობარგიამ ჩაატარა. ქართული ღვინისთვის დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)